1-ლი შეხვედრა:
2019 წლის 3 ოქრომბერს გაიმართა 1-ლი საწრეო შეხვედრა მე-4 კლასის მოსწავლეებთან. მათ გავაცანი წრის სამუშაო თემები , დავსახეთ გეგმები. ავირჩიეთ წრის კორდინატორი, რომელიც გაუძღვება საორგანიზაციო საკითხებს. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ წრის ჩამოყალიბების იდეა და გამოთქვეს სურვილი ყველა შეხვედრაზე დასწრების.
მე-2 შეხვედრა
10.10.2019 . ჩატარდა
მეორე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დღევანდელი
სამუშაო მიზნები.
მე-2 შეხვედრა მიზანი:საკუთარი
თავის საზოგადოების წევრად აღქმის უნარის გამომუშავება. აქტივობები გონებრივი იერიში: რა განსხვავებაა ძველ დათანამედროვე სკოლას შორის (მაგ.: ძველად - სასკოლო ფორმების სავალდებულოდტარება, განსხვავებული მერხები და სკამები, ამჟამად - ბუკების არსებობა დაინტერნეტის ხელმისაწვდომობა); მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა დაპრეზენტაციების მომზადება: როგორი მინდა იყოს ჩემი სკოლა და რას შევცვლიდიმომავალში.
17.10.2019
მესამე წასრეო მუშაობა ( გაგრძელება - ჩემი სკოლა)
თემა: ჩემი სკოლა მიზანი:საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმის უნარის გამომუშავება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, თუ როგორი წარმოუდგენიათ მომავლის სკოლა და რას შეცვლიდნენ დღევანდელ სკოლებში. გაიმართა დისკუსია. მოვუსმინეთ აუდიო ჩანაწერს, სადაც მათი მშობლები საუბრობენ თავიანთი სკოლის შესახებ.
მე-4 შეხვედრა
თემა: ბავშვის უფლებები და მოვალეობები
მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული უფლება-მოვალეობებისა
და პასუხისმგებლობების გაცნობიერება; დადგენილი წესებისა და კანონების საფუძველზე თავისი
უფლებების რეალიზება და სხვისი უფლებების დაცვა.
მუშაობა წყვილებში, დისკუსია. წესების
შექქმნა და მსჯელობა.
No comments:
Post a Comment